Friday, January 25, 2013

კომპიუტერის გნვითარების ისტორია


XX საუკუნეში ელექტრონიკის დარგში გაკეთებულმა აღმოჩენებმა ტექნოლოგიურ რევოლუციამდე მოგვიყვანა და ცხოვრების წესი შეგვიცვალა.
 წინათ ინფორმაცია ქაღალდზე წიგნებშიგაზეთებსა თუ ჟურნალებში ინახებოდამათ შესანახად საჭირო იყო დიდი სისტემები და ბიბლიოთეკები.
 XX საუკუნის დასაწყისში დაიწყეს ექსპერიმენტები ელექტრონიკის დარგში. მეცნიერებმა გამოიგონეს ელექტრონული ლამპები, რომელთაც შეეძლოთ ემართათ ელექტროდების სუსტი ნაკადი. ლამპებს პირველად რადიომიმღებში სიგნალის გასაძლიერებლად იყენებდნენ. 40-იან წლებში ლამპები გამოიყენეს პირველი კომპიუტერის ასაგებად. ამ "ვეება მანქანას"  მთელი ოთახი ეჭირა, მაგრამ ანგარიშის გარდა არაფერი შეეძლო.
  1958 წელს მიკროსქემა - ჩიპი გამოიგონეს. ეს რამდენიმე მილიმეტრის სისქის სილიციუმის (კაჟის) თხელი ფირფიტაა. მიკროჩიპი ასობით ელექტრულ წრედს შეიცავს და თითქმის ყველა მანქანის მართვა შეუძლია, თუკი სათანადოდ იქნება დაპროგრამებული.
  მიკროსქემის გამოგონებამ შესაძლებელი გახადა უფრო პატარა, სწრაფი და მძლავრი კომპიუტერების აგება. თანამედროვე კომპიუტერს ანგარიშის გარდა, ინფორმაციის სწრაფი მოძებნა და დამახსოვრება შეუძლია. კომპიუტერი ერთ წამში გადაათვალიერებს ელექტრონული ხერხით დამახსოვნებულ მთელ ბიბლიოთეკას და ნებისმიერი წიგნის საჭირო გვერდს გიჩვენებთ.
<iframe src="https://docs.google.com/presentation/d/1H8HFknbvCYMOyOHCCChvaL4C9FInl6AaToKAEqDGj8U/embed?start=false&loop=false&delayms=3000" frameborder="0" width="960" height="749" allowfullscreen="true" mozallowfullscreen="true" webkitallowfullscreen="true"></iframe>


Thursday, January 24, 2013

ფული — ფული საქონელბრუნვის საშუალებაა; ის წარმოების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის დამაკავშირებელი კონკრეტული სახმარი ღირებულებაა. კლასიკური პოლიტეკონომიკური აღქმით ფული და ვალუტა სინონიმებია. ფული საქონლის ეკვივალენტია, შეფასებითი კატეგორიაა.
ტერმინი „ფული“ ეტიმოლოგიურად, ანუ სიტყვის წარმოქმნის ასპექტით, დაკავშირებულია ბიზანტიურ ფოლისთან – სპილენძის სამონეტო ერთეულთან. ზოგადი მნიშვნელობა კონკრეტულმა სახელმა მოგვიანებით შეიძინა.
როგორი უნდა იყოს საქონლის ეკვივალენტი? მაქსიმალურად ტრანსპორტაბელური და სტაბილური, რაც უდრის მის მაღალ სახმარ ღირებულებას და იშვიათობას. მეტალები – ოქრო და ვერცხლი სწორედ ამ ტიპისაა. ძვირფასი ლითონების კატეგორიის ჩამოყალიბება ამა თუ იმ ეკონომიკური კომპლექსის სოციალურ–ეკონომიკური პროგრესის შედეგია. ვერცხლი და ოქრო არამწარმოებლური სახმარი ღირებულებაა, თავდაპირველად მათ არც კი ამუშავებენ. კომერციულმა საჭიროებამ, ფერადი მეტალურგიის ამ დარგებისათვის მინიმალური სოციალური კადრების გამოყოფის შესაძლებლობამ, კონკრეტული უჟანგავი ნივთიერებების ასოციაციამ უკვდავების აქტუალურ იდეასთან წარმოშვა სწორედ მათი სპეციფიკური ღირებულებითი აღქმა. მანამდე კი სასაქონლო ეკვივალენტის როლს აუცილებელი სახმარი ღირებულება ასრულებდა – მსხვილფეხა პირუტყვი, საწარმოო ან საბრძოლო იარაღი, ბეწვეული და სხვ. ნეოლითის ეპოქის მწარმოებელი სოციალური ელემენტი, გარკვეულწილად,
ვრცლად

ქართული ფულის ისტორია


წელს მიმოქცევაში გაშვებულ იქნა 1, 2, 5, 10, 20, და 50 თეთრის
ღირებულების მონეტები. „თეთრი”, რომელიც ლარის მეასედ ნაწილს ეწოდა, ძველი
XIII საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია. 1, 2, 5, 10 და
20 თეთრის ღირებულების მონეტები ვერცხლისფერია, ხოლო 50 თეთრის ღირებულების
მონეტა – ოქროსფერი. დიზაინის ავტორები: ავერსი – ელგუჯა ამაშუკელი;
რევერსი – ნოდარ და ბაჩანა მალაზონიები.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2000 წლის 10 აგვისტოს
მიმოქცევაში გამოუშვა ქრისტეშობის 2000 წლის და საქართველოს
სახელმწიფოებრიობის 3000 წლის თარიღთან დაკავშირებით მოჭრილი 10 ლარის
ღირსების საიუბილეო მონეტები, რომლებიც მიმოქცევაშია 10 ლარის ნომინალის