Thursday, January 24, 2013

ფული — ფული საქონელბრუნვის საშუალებაა; ის წარმოების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის დამაკავშირებელი კონკრეტული სახმარი ღირებულებაა. კლასიკური პოლიტეკონომიკური აღქმით ფული და ვალუტა სინონიმებია. ფული საქონლის ეკვივალენტია, შეფასებითი კატეგორიაა.
ტერმინი „ფული“ ეტიმოლოგიურად, ანუ სიტყვის წარმოქმნის ასპექტით, დაკავშირებულია ბიზანტიურ ფოლისთან – სპილენძის სამონეტო ერთეულთან. ზოგადი მნიშვნელობა კონკრეტულმა სახელმა მოგვიანებით შეიძინა.
როგორი უნდა იყოს საქონლის ეკვივალენტი? მაქსიმალურად ტრანსპორტაბელური და სტაბილური, რაც უდრის მის მაღალ სახმარ ღირებულებას და იშვიათობას. მეტალები – ოქრო და ვერცხლი სწორედ ამ ტიპისაა. ძვირფასი ლითონების კატეგორიის ჩამოყალიბება ამა თუ იმ ეკონომიკური კომპლექსის სოციალურ–ეკონომიკური პროგრესის შედეგია. ვერცხლი და ოქრო არამწარმოებლური სახმარი ღირებულებაა, თავდაპირველად მათ არც კი ამუშავებენ. კომერციულმა საჭიროებამ, ფერადი მეტალურგიის ამ დარგებისათვის მინიმალური სოციალური კადრების გამოყოფის შესაძლებლობამ, კონკრეტული უჟანგავი ნივთიერებების ასოციაციამ უკვდავების აქტუალურ იდეასთან წარმოშვა სწორედ მათი სპეციფიკური ღირებულებითი აღქმა. მანამდე კი სასაქონლო ეკვივალენტის როლს აუცილებელი სახმარი ღირებულება ასრულებდა – მსხვილფეხა პირუტყვი, საწარმოო ან საბრძოლო იარაღი, ბეწვეული და სხვ. ნეოლითის ეპოქის მწარმოებელი სოციალური ელემენტი, გარკვეულწილად,
ვრცლად

No comments:

Post a Comment